სხვადასხვა

პარლამენტში კანონპროექტის განხილვა ხმაურიანი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან მოძრაობა #შეცვალეს საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ახალგაზრდები დეპუტატებისგან საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შეუფერხებლად დამტკიცებას მოითხოვენ. ლიდერების განცხადებით ისინი სისხლით მოპოვებულ პროპორციულ სისტემას არ დათმობენ, ხოლო თუკი პარლამენტი საკანონმდებლო ინიციატივას ჩააგდებს, პროტესტი ფართომასშტაბიან და პერმანენტულ ქუჩის აქციებში გადაიზრდება. შეგახსენებთ რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მას შემდეგ დადო, რაც 2019 წლის ზაფხულში ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი 3 მთავარი მოთხოვნით გადაიკეტა, მათ შორის ერთერთი კი სწორედ პროპორციული არჩევნები იყო.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ნიკა ობოლაძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა

«დადუმებული საბავშვო ბაღი და ატირებული პატარები…ჩვენო პატარა, რუსთავი გელოდება, შვილო»

სამების ტაძარში მღვდელმსახურმა 2 თვის ახალშობილი იპოვა

დატოვე კომენტარი