განცხადებები

პარლამენტის წევრი «ქართული ოცნებიდან» რატი იონათამიშვილი განცხადებას ავრცელებს

პარლამენტის წევრი «ქართული ოცნებიდან» რატი იონათამიშვილი განცხადებას ავრცელებს : „უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა და მსურს ჩვენს უკრაინელ კოლეგებს მოვუწოდო, რომ ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობას გაფრთხილება უნდა“, — განაცხადა მან. „რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, მე მინდა ჩემს უკრაინელ კოლეგებსაც შევახსენო, რომ ეს ადამიანი არა მხოლოდ ქართული სასამართლოების მხრიდან არის ცნობილი დამნაშავედ და არის ძებნილი, არამედ სტრასბურგის სასამართლოს მხრიდანაც არის მიჩნეული გირგვლიანის საქმეზე როგორც სისტემური დანაშაულის მთავარი დირიჟორი და ორგანიზატორი. მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ეყოფათ გონიერება ჩვენს უკრაინელ კოლეგებს და სააკაშვილის კანდიდატურა არ იქნება მხარდაჭერილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხადია, ეს აისახება ჩვენი მეგობარი ქვეყნების ურთიერთობაზე, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასი და გასაფრთხილებელია“, — განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ვინც ხელი დაადო, ყველა იმ ნაძირალას ვუცხადებ ომს…მალე დაგამთავრებთ»-გვარამია ხაბეიშვილზე

რა წერია პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის წარდგენილ ახალ დოკუმენტში?

roma sajaia

«საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო…»-გიორგი ფხაკაძე

roma sajaia

დატოვე კომენტარი