პარლამენტის შენობა უკვე უკანა შესასავლელიდანაც შემოღობეს, საპროტესტო სივრცის თვეებით ჩაკეტვის შემდეგ, მერიამ წინასაარჩევნოდ საკანონმდებლო ორგანოს უკან მდებარე სკვერის განახლებაც გადაწყვიტა. სამუშაოებს იგივე კომპანია ასრულებს, თუმცა განსხვავება ისაა, რომ ამჯერად დედაქალაქის მთავრობა და კერძო კომპანია პროექტს აღარ მალავენ. პარლამენტის უკანა შესასვლელთან შემოღობილ უორდროპის სკვერზე ბანერია გამოკრული, რომელზეც ვკითხულობთ, რომ სამუშაოების დამკვეთი მთაწმინდის გამგეობაა. ბანერზე არაფერი წერია სამუშაოების ვადების შესახებ. ოფიციალური დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ გრინსერვის პლუსმა გამგეობას პროექტი 7 ნოემბერს უნდა ჩააბაროს. ეს კი ის კომპანიაა, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს პარლამენტის წინ 8 თვეა ატარებს. ოპოზიცია ეჭვობს, რომ გრინსერვის გრუპი პარლამენტის წინ სამუშაოების მაქსიმალურად გაჭიანურების გამო ახალი დაკვეთებით დააჯილდოვა.
პარლამენტის შენობის უკანა მხარეც შემოღობეს
Loading…