სხვადასხვა

პარლამენტის შენობაში 10 მარტს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტის აპარატის ინფორმაციით, პარლამენტის შენობაში 10 მარტს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს.

როგორც განცხადებაშია განმარტებული, აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრებისა, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ» საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი. სასახლეში დაიშვებიან აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები, რომლებიც წინასწარ შეთანხმებული იქნება პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტთან“, — ნათქვამია განცხადებაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა ბორტზე ასატანი ხელბარგის წონა 3კგ-მდე შეამცირა

როდის ჩატარდება ოსკარის დაჯილდოების ცერემონია

თეა წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილ ადამიანებთა სრული სია

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი