პროტესტი

პარლამენტის პიკეტირება 12 დეკემბერს განახლდება

ოპოზიციის წარმომადგენლები 12 დეკემბერს, იურიდიულ კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის დღეს, პარლამენტის პიკეტირებას გეგმავენ. ამის შესახებ დღეს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა გააკეთეს.

მათ შორის ლეიბორისტული პარტიის ლიდერმაც განაცხადა, რომ: „ხუთშაბათიც, პარასკევიც და შემდგომი კვირებიც იქნება პიკეტის, პროტესტების, ცენტრალური აქციების, რეგიონული მსვლელობების, შეუწყვეტელი სახალხო წინააღმდეგობის ჟამი, რათა შევასრულოთ ჩვენი ხალხის გულში არსებული შეკვეთა, ის გადმოდინდეს პრაქტიკულ საქმეებში. აქვე ხაზს ვუსვამ, რომ ვერავითარი ჩამოყვანილი სახელმწიფოს საჯარო მუშაკები, რომლებსაც არანაკლებ სძულთ ივანიშვილის რეჟიმი, ვერ გადაარჩენს აი, ამ ძირგამომპალ კორუმპირებულ სისტემას, ისევე როგორც ვერ გადაარჩინა ასლან აბაშიძის ჩამოყვანილმა მრავალათასიანმა გუნდმა ვარდების რევოლუციის პერიოდში ვერც აბაშიძე და ვერც შევარდნაძე. ისტორიას, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, უყვარს გამეორება და ნამდვილად სამწუხაროა ის, რომ ზოგი ისტორიიდან ვერაფერს სწავლობს და იმავე შეცდომებს უშვებს“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატები არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ

პლაკატი „მე-6 მცნება. არ მოკლა” დაკავების მიზეზი გახდა

მოლდოვაში პოლიციამ დაანგრია პუტინის მხარდამჭერების კარვების ქალაქი

დატოვე კომენტარი