საქართველოს პარლამენტში დღეს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოჩენას ოპოზიციონერი დეპუტატები ფეხზე არ წამოუდგნენ, თუმცა პროტოკოლის მიხედვით კანონმდებლები პარლამენტში მისულ პრეზიდენტს ფეხზე წამოდგომით ესალმებიან.
„სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში არ შესულა თავისუფალ და დემოკრატიული არჩევნების შედეგად იყო სერიოზული მოსყიდვები, ზეწოლები, ეს იყო უკანდახევა და ეროზია დემოკრატიის. ამას აღნიშნავს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ის რაც მოხდა ეს იყო ამის გამოხატულება,“- განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა.
Loading…
