პარლამენტის დამტკიცების შემთხვევაში ღვედი სავალდებულ გახდება უკანა სავარძლებშიც

0
353

პარლამენტში განიხილება წინადადება: გახდება თუ არა ღვედი სავალდებულო ავტომობილის უკანა სავარძელზე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში მოქალაქე დავით მებაღიშვილმა წარადგინა.

როგორც წინადადების ავტორი აღნიშნავს, ღვედის გამოყენების ვალდებულება ავტომობილის უკანა სავარძლებზე არ ვრცელდება. მისივე შეფასებით, შესაძლოა, ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩენილიყო, თუ უფრო განმტკიცებული იქნებოდა უსაფრთხოების კულტურა.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, წინადადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება ბიუროს აცნობოს.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ