სხვადასხვა

პარლამენტთან კონტრკარავი გაშალეს

პარლამენტის შენობის წინ ორგანიზაციის „შევინარჩუნოთ სიცოცხლე“ წარმომადგენლებმა კარავი დადგეს. როგორც ცნობილია, ორგანიზაციის მხარდამჭერები არიან სოსო რობაქიძე და პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე. ორგანიზაციის “შევინარჩუნოთ სიცოცხლის” წარმომადგენლებმა ჯერ ერთი კარავი გაშალეს, შემდეგ კი მეორე კარვის გაშლა სცადეს მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვის გვერდით, სადაც განთავსებულია ბანერი და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.

“ეს კარავი იმ ბანერს მოაშორეთ, სანამ მე არ მოვაშორებ… თვით ივანიშვილი და გახარია რომ მოვიდნენ თავიანთი კარვებით, იმ ბანერის წინ არ გავაშლევინებ”, – მიმართა მაჩალიკაშვილმა ორგანიზაციის “შევინარჩუნოთ სიცოცხლის” წარმომადგენლებს.

სიტყვირი დაპირისპირებისა და გაწევ-გამოწევის შემდეგ “შევინარჩუნოთ სიცოცხლის” წარმოადგენლებმა თავიანთი კარავი გაიტანეს.

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

“ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში დამამთავრებელ კლასებში გოგონებს დაურიგდებათ ქალიშვილობის მოწმობები”-ასათიანი გიორგი

გოგი წულაიას გულის ოპერაციას გაუკეთებენ

roma sajaia

გარდაიცვალა ცნობილი, ქართველი ილუზიონისტი

დატოვე კომენტარი