არსებული ინფორმაციით პანკისის ხეობაში, სოფელ წინუბანში 10 წლის გოგონა ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.
როგორც ირკვევა გარდაცვლილი უმცროსმა ძმამ ნახა, შემდეგ კი დედამ.
წინასწარი ინფორმაციით, გოგონა ხეზე ჰიჯაბით დაეკიდა, რამაც მისი მოგუდვა გამოიწვია.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და მიმდინარეობს გამოძიება.
წინუბნის სკოლაში ბავშვის თავის მოკვლის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ და ამ ტრაგედიას უბედურ შემთხვევას უკავშირებენ.
Loading…
