„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ემზარ კვიციანმა შს მინისტრს გიორგი გახარიას, პარლამენტის ტრიბუნიდან პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო მადლობა გადაუხადა.
«რაც პანკისში მოხდა, მე მიმაჩნია, რომ ეს იყო ხალხის აჯანყებამდე მიყვანა. მიმაჩნია, რომ თქვენ იქ მოიქეცით სწორად, რომ შეაჩერეთ მოსალოდნელი სისხლისღვრა და ამიტომ ჩემი პირადად მადლობა თქვენ. ეს ერთი და მეორე, მინდა გითხრათ, რომ პანკისის ხეობაში სანამ ეს აჯანყება მოხდებოდა მანამდე ცუდი ფაქტები იყო დადებული ძალიან. თუნდაც ის სპეცოპერაციები, რომელიც ჩაატარეს სპეცსამსახურებმა და ერთი თქვენი თანამშრომლების ცუდ ამბებსაც მოგიყვებით. ეს არის 2018 წლის 4 აგვისტო, როდესაც მუსა ხარგოშვილი დააკავეს გზაზე, როდესაც არანაირი პოლიციური რაიმე არ იყო დაგეგმილი. ოთხმა კაცმა სცემა სასიკვდილოდ. ამის მერე თითქოს წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას და ჩასვეს ციხეში. ამაზე თქვენ მოგმართეთ და მყისიერი რეაგირება მოახდინეთ, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ორ ადამიანზე და ის მუსა ხარგოშვილი მაინც დარჩა ციხეში. ორი წელი მიესაჯა და სამართლიანობა არ აღდგა. უსამართლობა არის სწორედ ჩემო პატივცემულო მინისტრო რომელიც ხალხს და პოლიციას გაყოფს,» -განაცხადა კვიციანმა.