განცხადება/მიმართვა

“პანკისთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ კონკრეტული დავალება და დავალებას შევასრულებთ”-გიორგი გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, გიორგი გახარიამ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა.

„მოგეხსენებათ, რომ ახალი კანონი სულ ახლახანს იყო მიღებული პარლამენტის მიერ. სამწუხაროდ, საპატიო მიზეზების გამო, ვერ ესწრებოდა საბჭოს სხდომას ორი მუდმივი წევრი. მივიღეთ დავალებები პრემიერისგან. მე გავაცანი საბჭო წევრებს სტრუქტურა, როგორ წარმოგვიდგენია უახლოეს პერიდოში საბჭოს ამოქმედება. მოგეხსენებათ, ეს საბჭო იქნება ძირითადი მაკოორდინერებილი ორგანო ყველა იმ უწყების, რომელიც ჩართულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ეს იქნება სათათბირო ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პრემიერის სრული ინფორმირება ქვეყნის უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზეზი და მიზანი, შემდეგი შეხვედრა დაინიშნა ერთ თვეში. მივიღეთ კონკრეტული დავალებები, რომლებსაც შევასრულებთ. პანკისთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ კონკრეტული დავალება და დავალებას შევასრულებთ. ამ თემაზე უფრო დეტალურად პარლამენტში ხვალ ვისაუბრებ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ზურაბიშვილი სალობიეში სიარულს არ დაანებებს თავს

Joni Kvaracxelia

“ხელისუფლების დამხობის შემდეგ ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება…”-ვანო მერაბიშვილი

“უნდა შევცვალოთ ხელისუფლება ოქტომბრის არჩევნებში, რათა ჩვენი ქვეყანა დაჩქარებული წესით შევიყვანოთ ევროკავშირში…”-ბოკუჩავა

roma sajaia

დატოვე კომენტარი