განცხადებები

პანიკის საფუძველი არ არის…სეზონური გრიპები ტრიალებს ქვეყანაში-მინისტრის განცხადება

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს.

«ჩვენ ქვეყანაში გრიპის ვაქცინები ჯერ კიდევ შემოდგომის დასაწყისში შემოვიტანეთ. რამდენიმე კომპონენტის ვაქცინები იყო და აქტიურად მოუწოდებდა სამინისტრო სხვადასხვა კამპანიებით მოსახლეობას, რომ გაეკეთებინათ შესაბამისი აცრა. დღეს რაც ხდება — ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს. არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ასეა და სეზონურად, გარკვეულ პიკურ მაჩვენებელს აღწევს, ვთქვათ, იანვრის ბოლომდე, თუმცა არანაირი განგაშის საფუძველი აქ არ არის. ძირითადად, შეიძლება გამოხატული იყოს ბავშვებში ეს ვირუსი, თუმცა არაფერი განსაკუთრებული, ისეთი, რომ რაიმე პანიკის საფუძველი იყოს, ჩვენ ვერ ვხედავთ…

არც კლინიკები არ არის გადავსებული და ამ კუთხით არც არანაირი საშიშროება და საფრთხე არ არსებობს. კლინიკები არც გადავსებული არ არის და არც შესაძლოა, რომ გადაივლოს. ეს ჩვეულებრივი სეზონური გრიპები ტრიალებს ქვეყანაში. განსაკუთრებული არაფერი ხდება»- განაცხადა აზარაშვილმა.

მსგავსი პოსტები

საქართველო მსოფლიო ბანკისგან 85 მილიონ ევროს მიიღებს-ღარიბაშვილის განცხადება

roma sajaia

»თქვენნაირი «გოგლი-მოგლი» მჭამია ბიჭები…»- ეკა ბესელია ანრი ოხანაშვილს(ვიდეო)

ზვიად კუპრავას საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო

დატოვე კომენტარი