პანიკა “ქართულ ოცნებაში”-ივანიშვილის გუნდი ყველა შიდა მონაცემით არჩევნებს აგებს

0
279

პანიკა „ქართულ ოცნებაში“  – ბიძინა ივანიშვილის გუნდი ყველა შიდა მონაცემით არჩევნებს აგებს. „კურიერმა“ მოიპოვა მმართველი პარტიის ერთ-ერთი შტაბის ფარული ჩანაწერი, საიდანაც დგინდება, რომ „ოცნებას“ რეგისტრირებულ მხარდამჭერებსა და რეალურად მიღებულ ხმებს შორის 40%-იანი ცდომილება აქვს.

ჩანაწერის მიხედვით, ის, ვინც მმართველ პარტიას ჰპირდება, რომ ხმას მისცემს, რეალურად კაბინაში შესვლისას ოპოზიციას ხაზავდა.

აუდიოჩანაწერის მიხედვით ირკვევა, რომ ზურაბ მარგველაშვილი, რომელიც იყო ქუთაისის მერის ყოფილი მოადგილე, შტაბში ხვდება საარჩევნო კომისიებში „ოცნების“ წარმომადგენლებს და ერთგვარ ინსტრუქტაჟს აძლევს მათ, თუ როგორ უნდა გააკონტროლონ მხარდამჭერები.

„შეიძლება 100-პროცენტიანი შემოწმება არ მქონდეს, მაგრამ 90-პროცენტიანი ხომ მექნება. თქვენ რომ მე სიას მაძლევთ, 4,6 და8 მოვიდაო, ამის სამაგიდო სიას ვაძლევ შიგნით, ვინც ნახულობს ხელი მოწერილი აქვს თუ არა იმ ამომრჩეველს. იმან რა შემოხაზა არ ვიცით, 5-იანი შემოხაზა თუ რა ჰქონდა, მაგრამ შიგნით შევიდა თუ არ შემოვიდა, ანუ შენ რა გაქვს მე მეუბნები, შევიდაო, იმას გიმოწმებ შევიდა თუ არა, გააკონტროლებს იმიტომ, რომ სხვა ვარიანტი არ არსებობს. იმხელა ცდომილებებია, რომ ახლა აქ რო იყოს 5-6 პროცენტიანი, მაგრამ 40-პროცენტიანი ცდომილება რომ არის, იქ არ შეიძლება მაგხელა ტყუილი იყოს იმათგან. რაღაც ხდება რა და არ არის თან პირველი შემთხვევა, წინა არჩევნებზეც ასეთი ცდომილება იყო, იმის წინაზეც ასეთი, იმიტომ, რომ სწორი აღრიცხვა არ ხდება,“ – ისმის „კურიერის“ მიერ მოპოვებულ აუდიოჩანაწერში.

„ახლა რა ვქნა, რომ შევიდა, სხვა თუ შემოხაზა, მე ახლა ბავშვი რომ მოვუნათლო, მაინც სხვას შემოხაზავს. რა გავაკეთო, ვერც ჩემი ჩიჩინი უშველის, გინდა თუ არა ქენიო. რა ვუყოთ ახლა, ჩვენ იქ რაც არის იმას ვერ შევცვლით. შესაბამისად, ჩვენი მიზანი არის, რაც გვაქვს ის ხმები ბოლომდე ავიღოთ. ეს 20 პროცენტი გამოვა მერე, 60-80 თუ 90 ეგა ვართ რა. მეტი არ ვართ. ეგ ხმა გვაქვს, ჩვენი ბრალი საერთოდ არ არის. იმიტომ, რომ ჩვენი გულისთვის ქართული ოცნების მხარდამჭერი არავინ არ იქნება. 200 მომხრე თუ გვყავდა იდეაში, სიტყვაზე ვიძახი, უბანზე, 2 საათზე ვნახე, რომ 80 დამრჩა მოუყვანელი, 120 მოსულია, ე.ი. ეს 80 კაცი მყავს მოსაძებნი და მოსაყვანი. უყურე, აქამდე როგორ იყო, შენ რომ მეუბნებოდი, რომ 200-დან 120 მოვიდაო, მე რომ ეს ხალხი მომეძებნა, 200 კაცი უნდა მომევლო, რომ რომელი 80 არ მივიდა გამეგო. ახლა ზუსტად ვიცი, რომ 80 მყავს მისაყვანი. ვიცი სახელი, გვარი და მისამართი. უკვე ჩემი მობილიზებული მანქანები, რომელიც იქ მყავს ბევრი, თქვენთან არ არის, თქვენთან 2 თუ 3 მანქანა გყავთ, იმის გარდა მყავს კიდევ, რომელთანაც როგორ მყავს განაწილებული იცი, მძღოლი ხომ ზის, მძღოლთან ერთად ზის იმ უბნის მაჟორიტარი ერთ მანქანაში, იმ უბნის დეპუტატი, იმ უბნის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, იმ უბნის გამოჩენილი კაი კაცი, ჩვენი მეგობრები და ა.შ., რომელთაც ვაძლევთ მისამართებს, თან ვუნაწილებთ, 80-ვეს კი არ ვაძლევთ და ვეუბნებით, ეს ხალხი არ არის მოსული, მიდი სახლში,“ – ისმის აუდიოჩანაწერში.

წყარო:”რუსთავი 2″

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ