პანდემიასთან ბრძოლას შეიძლება ხუთჯერ მეტი თანხა დასჭირდეს, ვიდრე 7.5 მილიარდი დოლარი, რომლის მოზიდვა საერთაშორისო დონორთა ონლაინ-კონფერენციის ფარგლებში იგეგმება. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა. „მივესალმები გულუხვ შემოწირულობას, რომლის შესახებ დღეს ითქვა. თავდაპირველი მიზანი 7.5 მილიარდი დოლარის შეგროვებაა. ეს თანხა თავდაპირველი შენატანია პანდემიასთან ბრძოლისთვის ახალი ინსტრუმენტების შესაქმნელად“, — განაცხადა ანტონიო გუტერეშმა. გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ ნებისმიერ ქვეყანაში თითოეულმა პაციენტმა ეს დახმარება მიიღოს, ხუთჯერ მეტი თანხა იქნება საჭირო.
Loading…