ანალიტიკაპუბლიკაციები

ო, ეს უნიკალური სვანები და სვანეთი

„1942 წელია.
სოხუმში ხელმძღვანელობამ გადმომცა უმაღლესი მთავარსარდლობის მიერ ხელმოწერილი ბრძანება სვანეთში ახალი საგანგებო ბატალიონის შექმნის შესახებ, რომელსაც ზეპირი გაფრთხილება მოაყოლეს სვანებთან დელიკატურად მოქცევის შესახებ. ფსიქოლოგების მიერ ამ ხალხზე დაკვირვებებით გაკეთებული დასკვნების მიხედვით იცოდეთ:
„სიფრთხილით მოეკიდეთ. თავმოყვარეობა არ შეულახოთ. იცოდეთ, ძალიან მცირე რამე ეწყინებათ, არადა, მათ გარეშე არაფერი გამოვა. მთელ იმედებს სწორედ მათზე ვამყარებთ. ამიტომ მათგან განსაკუთრებული „ნაწილი“ უნდა შეიქმნას“.
ვუპატაკე, რომ ყველაფერი გასაგები იყო, დავემშვიდობე და ჯერ ზუგდიდში, შემდეგ ბეჩოში წავედი.
პირველ რიგში მთებში ბილიკების მცოდნე ე.წ. „გამცილებლები“ გვჭირდებოდა. დავტრიალდით, ავამუშავეთ ადგილობრივი დაზვერვა… ცეცხლი გვეკიდება, მტერი ქლუხორს უახლოვდება, ჩვენი ყოველი მოქმედება ლუპით არის დანახული, ოდნავი გადაცდომა და სასჯელი გასაგებია, რაც იქნება… სვანებს ვუხსნით საფრთხისა და საშიშროების შესახებ… ისმენენ გულისყურით, მაგრამ არანაირი რეაქცია არ ჩანს… საინტერესოა მათი მოსაზრება, რომელსაც ვერაფერს ვუპირისპირებთ:
— ვერ ვესვრით, გერმანელებს სვანები არ მოუკლავთ… და აი, რომ ვინმეს ესროლეს, მაშინ, ვაჩვენებთ სეირს.
ყოველდღე ვხვდებით, ვუხსნით, ვესაუბრებით… ვერა, ვერაფერზე დავიყოლიეთ… აზრს არ იცვლიან.
***
ერთ დღეს, ვხედავ, მოვარდა ერთი სვანი და ყვირის: ამა და ამ ოჯახში ბომბი ჩამოაგდეს გერმანელებმა და მთელი ოჯახი ამოწყდა…
ჯერ კიდევ ფაქტი არ გვქონდა გადამოწმებული, ომში მონაწილეობის მსურველების აღრიცხვას ვერ ავუდიოდით. ბოლოსდაბოლოს უფრო ბრძოლისუნარიანები შევარჩიეთ, სხვები შტაბს არ შორდებოდნენ…
ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ კაცურ პირობას გვართმევდნენ, რომ რაიონის იქით არ წავიყვანდით.
ცხადია, შევპირდით და შევუსრულეთ კიდეც… იმჟამად უფრო დიდი საფრთხე არ იყო, ვიდრე ქლუხორზე.
დავურიგეთ იარაღი და ცალცალკე ვართმევდი ხელს, ვპირდებოდი სათითაოდ, რომ რაიონის იქით წასვლა არ მოუწევდათ.
ამ კადრების გადაღებას ჩემი ადიუტანდი და წარმომადგენელი მიხეილ ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა… ყოველი კადრი ცნობილი საველე ოპერატორის კანდელაკის მიერ არის გადაღებული და თბილისში კონოსტუდიაში ინახება.
სვანებს საომარი მომზადება არ დასჭირვებიათ. ყოველი მათგანი უბრალო მსროლელი კი არა, მთის პირობების ნამდვილი სნაიპერები იყვნენ. არც ერთი ტყვია მიზნისთვის არ აუცილებიათ.
სვანების მხრიდან ეს ერთადერთი საოცრება არ ყოფილა:
უნიკალური გამცილებლები იყვნენ.
უმაღლესმა მთავარსარდლობამ აღფრთოვანება ვერ დამალა სვანების მიერ იარაღის და რუკების ზედმიწევნით ცოდნის გამოც… მეტიც, ყველაზე საძნელო საქმის შესასრულებლად საჭირო ადგილებში მიდიოდნენ ბილიკებით, რომელიც არცერთ რუკაზე აღბეჭდილი არ იყო და რაც მთავარია, ძნელი გადასალახი იქნებოდა ნებიმიერი ალპინისტისთვის. სვანები არა მხოლოდ თავად დადიოდნენ ციცაბო კლედეებზე, არცერთი დაჭრილი არ დაუტოვებიათ ბედის ანაბარა, უკლებლივ ყველა ჩვენიანი გადმოიყვანეს და არაერთმა მათგანმა მიიღო „საბჭოთა კავშირის გმირის“ წოდება.
საბოლოოდ მეგობრები დავრჩით.
მოგვიანებით, რაც უნდა დასჭირვებოდათ, პირდაპირ მოსკოვში მირეკავდნენ და არ მახსოვს მათ ნებისმიერ სათხოვარზე ოდესმე უარი გვეთქვას.
მათ ეს კანონიერად დაიმსახურეს!

ლეგენდები სვანებზე:
სვანები მიუვალ მთებში ცხოვრობენ… თუმცა მათი ზღვისპირას მასიურად გადასახლების გეგმა მუშავდებოდა…
მათ შესახებ ათასგვარ ლეგენდებს თხზავდნენ: რომ ასირიელები ანდა სპარსები უნდა იყონ წარმოშობით, მათი ენები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, რომ შესაძლოა, რომაული წარსული ჰქონდეთ, რადგან მათი კოშკების მსგავსება აშკარაა… და რომ… არცერთი არ არის სწორი: ეს ნამდვილი ქართული კუთხეა, თავისუფლების და ძალის მოყვარე ადამიანებით დასახლებული — თავისუფლებისმოყვარე სვანები მბრძანებლების გარეშე.

ორი ტყვია ორი სნაიპერისთვის
1942 წლის შემოდგომაზე ნარკომის ხელმძღღვანელმა სეროვმა მაცნობა, რომ, ქლუხორის უღლეტეხილზე, სოხუმთან ახლოს გერმანელებმა სრული შეიარაღება შემოიტანეს, სნაიპერები ჩააყენეს და ბილიკებზე მომავალი რამდენიმე ადამიანი ჩაცხრილეს.
სასწრაფოდ გამოვიძახე მიხელ ჯაფარიძე და დავავალე, სვანებს შორის მოეძებნა ვინმე, ვინც ჩვენს დახმარებას შეძლებდა.
მოკლე ხანში მომახსენეს, რომ სვანეთში ცნობილი თედო ჩოფლიანი და შამილ გუჯეჯიანი არიან ასეთები, მაგრამ ორივე „სისხლის აღების“ ბრალდებას გაქცეულები იმალებიანო. მხოლოდ მათ შეუძლიათ დახმარება, მაგრამ…
დაუყოვნებლივ მივაკითხეთ მათ ნათესავებს. იცოდნენ ორივეს ადგილსამყოფელი. მესამე დღეს მოვიდა ჩვენი შუამავალი და გვაცნობა, რომ თედო ჩოფლიანი თანახმაა ტყეში პირისპირ შეგვხვდეს… სასწრაფოდ გავყევით ამ ემისარს და შეხვედრა შედგა. საუბარში გაირკვა, რომ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგი არ იყვნენ, ფრთხილობდნენ „სისხლის აღების“ წესისთვის… ავუხსენით, რომ მათი დაჭერა კი არა დახმარება გვჭირდებოდა და თავისუფლების მინიჭებით დავაჯილდოვებდით…
გამოგვკითხეს და ჩვენც ავუხსენით, რომ სნაპირების მოშორება იყო საჭირო.
არც უფიქრიათ, ისე დაგვთანხმდნენ.
— რამდენი ტყვია დაგჭირდებათ? — სიხარულით სავსემ ვკითხე.
— რამდენი არიან? -ერთ-ერთმა გვკითხა.
— ორი? — ვუპასუხეთ.
— ის ადგილები კარგად ვიცით. თუ ორი გერმანელია ორი პატრონა მინდა, ტყუილად თოფს არ ვისვრი, თვით გარეული ცხოველებისთვისაც ერთზე მეტი არასდროს გვისვრია.
დავალება მეორე დღეს შესრულდა და გერმანელი სნაიპერების მოშორების შემდეგ იმ მნიშვნელოვან ადგილზე ჩვენები დადგნენ.
სასწრაფოდ მივეცით თავისუფლების მანდატი.
შამილ ჩოფლიანი 1971 წელს გარდაიცვალა, მისი შვილი ამირანი — პოლიციელია და „მეორე მამას“ მეძახის.
ჩვენ კარგი ურთიერთობა შევინარჩუნეთ.

ვარლამ ქაქუჩაია
„მოგონებები. სრულიად არასაიდუმლოდ“
სვანეთის სურათები ავტორი აქაც და სხვაგანაც
ქეთევან ჩემია

Loading…

მსგავსი პოსტები

დასკვნები სამყაროს დაღუპვაზე — გადაჭარბებულია

რამდენიმე მოსაზრება 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით

«ამ ორ ფიგურას შორის აქვს არჩევანი ქართველ ამომრჩეველს» — თეიმურაზ ზაქრაძე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი