ოჯახში ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

0
168

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული დ.ი. და 1962 წელს დაბადებული ზ.ი. ოჯახში ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წელს დაბადებულ ნ.ა.-ზე ბიძა და ბაბუა – დ.ი. და ზ.ი., გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდნენ.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ