Uncategorized

“ოცნების” დეპუტატები შესაძლოა ევროკავშირმაც დაასანქციროს

“ქართული ოცნების” დეპუტატები შესაძლოა ევროკავშირმაც დაასანქციროს, ამის  შესახებ “ლელოს” წევრმა გიორგი სირაძემ განაცხადა.

“ალბათ არ გაგვიკვირდება, რომ მას შემდეგ რაც შტატებმა დააწესა სანქციები, ევროკავშირის მხრიდანაც იყოს გარკვეული და რამდენიმე სახის სანქცია ამ პირების მიმართ, რაც რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, მაგრამ ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელიც გაატარა “ოცნების” ხელისუფლებამ, რომელმაც დეკლალირებულად შეცვალა ქვეყნის კურსი, ზურგი აქცია ევროკავშირს, უღალატა კონსტიტუციის 78-ე მუხლს, შესაბამისად ამ სანქციებს ჩვენ უნდა ველოდოთ, არ ვიძახი რომ ამ საკითხზე კონკრეტულ ინფორმაციას ვფლობ, თუმცა ეს იქნებოდა ძალიან ლოგიკური.

იმედი მაქვს, რომ ეს სანქციები იმდენად უარყოფითად არ აისახება ჩვენს ქვეყანაზე და იმდენად არ დააზიანებს საქართველოს, რომ არჩევნების შემდეგ ამ შედეგების გამოსწორება ვერ შევძლოთ”-განაცხადა სირაძემ.

მსგავსი პოსტები

8 მაისს ისტორიაში …

Joni Kvaracxelia

ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ (ფოტოები)

15 მარტს ისტორიაში…

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი