“ოქტომბრის შუა რიცხვებიდან რისკ-ჯგუფების აცრა დაიწყება…” -ამირან გამყრელიძე

0
38

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ჟურნალისტებთან სეზონურ გრიპებსა და კოროავირუსზე საუბრობს.

„რაც შეეხება სეზონურ გრიპებს, როგორც წესი, შემოდგომაზე იწყება ეს სეზონი, ჩვენთან ეს არის ხოლმე ოქტომბრის ბოლო კვირა, ნოემბრის შუა რიცხვები, მაგრამ ყველაზე ხშირად – ნოემბრის ბოლო. როგორც იცით, გრიპის კლინიკური სურათი და კორონავირუსის კლინიკური სურათი თითქმის იდენტურია. კლინიკურად მათი გარჩევა ძალიან რთულია, ამიტომ გარჩევა ხდება ლაბორატორიულად. მსოფლიო ძალიან ყურადღებით ეკიდება ამ საკითხს, ეს იქნება პირველი სეზონი, როდესაც გრიპისა და კორონავირუსის თანაარსებობას ველოდებით. ერთი მხრივ, ეს ძალიან საფრთხილოა, იმიტომ რომ დიდია ურთიერთდამძიმების პოტენციალი, ამიტომ ოქტომბრის შუა რიცხვებიდან რისკ-ჯგუფების აცრა დაიწყება. სახელმწიფოს შეძენილი აქვს 135 000 დოზა რისკ-ჯგუფებისთვის, კერძო სექტორსაც აქვს შესაბამისი შეკვეთები და წელს გრიპის აცრა გაფართოვდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ