covid-19მსოფლიოში

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები მათ მიერ შექმნილი ვაქცინის გამოსაცდელად მოხალისეებს აგროვებენ

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები მათ მიერ შექმნილი ვაქცინის გამოსაცდელად მოხალისეებს აგროვებენ.

ვაქცინის კანდიდატი, სახელად ChAdOx1 nCoV-19 უნდა გამოიცადოს 18-55 წლამდე ასაკის 510 ჯანმრთელ ადამიანზე.მოხალისეების შეგროვების პარალელურად, ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიაში მიმდინარეობს ვაქცინის ტესტირება ცხოველებზე.

„ვაქცინების დამზადება ნულიდან ხდება და პროცესი უპრეცედენტოდ სწრაფად მიმდინარეობს. ეს ცდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება COVID-19-ის წინააღმდეგ მისი მოქმედების შესაფასებლად და შეიძლება, ეფექტიანი ვაქცინა გაცილებით ადრეც მივიღოთ“, — ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის ჯენერის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ადრიან ჰილი.

ოქსფორდის მკვლევართა ჯგუფი 2014 წელს ებოლას სწრაფ ვაქცინაზეც მუშაობდა. ჰილის თქმით, კორონავირუსმა ისინი უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

“ევროპის ტურისტული ლოკაციების ნაადრევი გახსნა პრობლემებს გამოიწვევს” – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობასთან ერთად ე.წ. კომენდანტის საათიც დასრულდება

მაიკ პომპეო აღშფოთებულია ბელორუსში მიმდინარე მოვლენებით

დატოვე კომენტარი