ანალიტიკაპუბლიკაციები

ოქრო, მამონა და …

გენიოსი თეორეტიკოსები პოლიტიკაში არ მიდიან. მეცნიერებას ანვითარებენ და გამოსაყენებლად ავანტურისტებს სთავაზობენ. გენიოსების ნაშრომების უმცირესმა ნაწილმა მოაღწია ჩვენამდე და იკმარა, ქვეყნების სამართავად… ყოველი ძლევამოსილი მმართველი სახელმწიფოს მართვის, საჭირბოროტო საკითხების წარმატებით გადასაწყვეტად და სადავეების შესანარჩუნებლად საჭირო ყველა ცოდნას მისაღებად კაცობრიობის უძლიერეს
თეორეტიკოსების ნამუშევრებს მიმართავდა არჩევდა და მეტ-ნაკლებად შესაბამისს პრაქტიკულ მსვლელობას აძლევდა.
მე თქვენ გეტყვით, ცოტაა ვისაც გონიერებას დაესესხები:
დიოგენეს, უამრავი გენიოსი მხედართმთავრის მასწავლებელს შეეძლო სრა-სასახლეები ჰქონოდა, მაგრამ საცხოვრებლად კასრს სჯერდებოდა… ცნობილია, რომ ბოლოს ალექსანდრე მაკედონელის მამამ ფილიპე მეორემ შეკითხვაზე: რა შემიძლია გაგიკეთოო, პასუხად მიიღო: წადი, წადი მზეს ნუ მიჩრდილავო… დიახ ეს ის დიოგენეა, კაცობირობას პატიოსანი ადამიანის ძებნა ფარნით ხელში რომ შესთავაზა.
„თალეს ბრმამ“ მხედველობა აზროვნებაში „ხელს მიშლისო“ — თვალები დაითხარა…
ლეონარდო და ვინჩის („და ვინჩი“ იტალიური სიტყვაა და „გამარჯვებლს“ ნიშნავს) სანაგვეში აღმოჩენილი ქაღალდებით გაიგეს, რომ თვითმფრინავების მოდელებზე მუშაობდა. თანამედროვე ვერტმფრენის მაკეტი სრულყოფილად ჰქონდა დამუშავებული… მისი 80 ტომიანი ფილოსოფიის არსებობას არ ცნობდნენ და არ აღიარებდნენ საბჭოთა კავშირში, რადგან განსხვავებულ აზრს ამუშავებდა, კერძოდ იმას, რომ ადამიანი პატარაობიდანვე ჩამოყალიბებულია, როგორც პიროვნება და უნდა ისეთი მიიღო, როგორიც არის, რადგან ის ვერ „გადაკეთდება“…
კაზუსი:
თუმცა ხრუშოვმა არც იცოდა, რა თეორიას ეყრდნობოდა საბჭოთა კავშირი და არც სტალინის მიერ შემუშავებულ მის „მყარ იდეოლოგიაზე“ ჰქონდა წარმოდგენა, მაგრამ მისი აღზევებისთვის ამას ხელი სულ არ შეუშლია…
გენიოსი თეორეტიკოსები პოლიტიკაში არ მიდიან…
პოლიტიკოსები, როცა გონება უჭრით, მათ ნაშრომებს სათანადოდ გამოიყენებენ ესაა და ეს.

გონებამახვილმა ადამიანებმა კომუნისტების მმართველობის დასასრულს თქვეს:
სტალინმა დაამტკიცა, რომ ერთ ადამიანს უზარმაზარი სახელმწიფო მანქანის მართვა შეუძლია…
ხრუშოვმა დაამტკიცა, რომ სახელმწოფოს მართვა უტვინოებსაც შეუძლიათ…
ბრეჟნევმა დაამტკიცა, რომ სახელმწიფო თავისითაც იმართება…
დანარჩენებმა ვერაფერი დაამტკიცეს…
ერთ-ერთმა მეცნიერმა (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ) ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებაზე ვმუშაობო, სტალინს ინსტიტუტისთვის დიდი თანხის გადმორიცხვა სთხოვა. „ბელადმა“ დაუყოვნებლივ მოიძია, მაგრამ სათანადო ლიტერატურას ვერსად მიაგნო, საკითხი შეუსწავლელი ეჩვენა თურმე, და პრეცენდენტის დაშვება გადაწყვიტა. ინსტიტუტს მოთხოვნილი თანხა სრულად ჩაურიცხეს… მეცნიერი მალე ისე გარდაიცვალა, რომ ვერანაირი დასკვნის დადება ვერ მოასწრო, რამაც სტალინს ფართო საზოგადოებაში ქართულად ათქმევინა: „როგორ მოგვატყუა, იმ შობელძაღლმაო“.
რაც უნდა საჭირო გენიალური ლიტერატურით და თეორიებით ესარგებლა, სტალინს საბოლოოდ „სატანური გენიოსის“ სახელით მოიხსენიებენ… რა ქვიათ მათ, სათანადო განათლების გარეშე, საკუთარი ახირებით რომ მართავენ ქვეყანას და შედეგად დაცლილი სოფლები, სხვა ქვეყნებში მონურად მომუშავე თანამოქალაქეები მიიღეს, რომლებიც აღარასდროს დაუბრუნდებიან კერიებს.
ამის თქმის საფუძველს მაძლევს ჩემი რამდენიმე წლიანი ყოფნა აზიისა და ევროპის ქვეყნებში და ჩვენი თანამემამულეების ყოფის, ფსიქიკის და მათი მომავლის ხედვაზე დაკვირვება მაძლევს…
ზოგიერთი ქვეყანის მმართველმა საკუთარი ქვეყანა „ტილიჭამიიდან“ ისეთად აქცია, მთელი მსოფლიოს ეკონომიკას იძულებულს ხდის ანგარიში გაუწიონ და საკუთარ თანამოქალაქეებს სათანადო განათლებას სრულყოფილად აძლევენ, რათა „მსოფლიო დააპყრობინონ“. ამის მაგალითად ერთ დროს „გუდამშიერი“ ჩინელების, ამჟამად მათ მიერ ნებისმიერი ნაგვიდან საჭირო ნივთების გაკეთების უნარი ივარგებდა და სრულიად უმიწაწყლოდ დარჩენილი ებრაელების ვაჭრობის დარგში უაღრესად სასარგებლო განათლებაზე დაკვირვებას გამოიყენებდა ქვეყანაზე მზრუნველი ადამიანი…
ქართველებმა კი ვერაფერი რომ ვერ ვისწავლეთ — ბუნებისგან უხვად მონიჭებული სრულიად უნიკალური საჩუქრების საჭიროებისამებრ გამოყენება და მხოლოდ დიასახლისის ინსტინქტები გავქაჩეთ წინ და სხვების კერიის გამათბობლობას დავაჯერეთ ჩვენი მზეთუნახავი ქალთა პერსონალი, რომლების უმეტესობა ღირსეული თავდაუზოგავი, თავგანწირული — უპრიანი იქნებოდა, გვეთქვა, ამტკიცებენ, რომ ღირსეული პატრონის ხელში სრულიად წარმოუდგენელი შესაძლებლობები გვექნებოდა აქ საკუთარ სამშობლოში…
და ქალისგან გაბედნიერებულ ქვეყანას ეშმაკიც ვერაფერს დააკლებდა, მაშინ, როცა ქალისგან გაუბედურებულს უფალიც ვერაფერს შველის. — ამ ჭეშმარიტების აღიარება არ კმარა… ყველაფერი დასასრულს უახლოვდება, ჩვენი სიამაყე „დედაკაცები“ — უკვე დაფუძნდნენ და უკან — ქვეყნისაკენ, სადაც მათ აღარავინ ელოდება — ფულს „მიჩერებულების“ გარდა — აღარასოდეს დაბრუნდებიან.
ეს განაჩენია!

სამტკიცებლად, რომ სათანადო განათლების და ნაკითხობის გარეშე ქვეყნის მართვა შეიძლება, იქნებ „არმართვა“ უფრო შესაფერისი სიტყვა იყოს: ერთადერთი ქვეყანა არა ვართ და არც ჩვენს დროში დაწყებულა.
თავის დროზე სააკაშვილმა იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე რაიმე ალტერნატიული შეეთევაზებინა, გაცილებით იოლად გადაჭრა საკითხი: „მე არ ვკითხულობ (სულ ერთია რას) და ნურც თქვენ წაიკითხავთ“ და გაზეთების გამოწერაც კი აკრძალა … ვინც, ჩიტის არ იყოს, აფრენა უნდოდა და ხელის აქნევას ელოდებოდა: იფიქრა, რატომაც არა, თუ ვინც არაფერს კითხულობს პრეზიდენტია, არც მე წავიკითხავ, პრეზიდნტობას თუ არა (კი პრეზიდენტობასაც — ამჟამად) იქნებ, რაიმე თანამდებობას მაინც გამოვკრა ხელიო“… ამით მკითხველებს და განათლებულებს არაფერი დაკლებიათ, არც არასდროს მიისწრაფვოდნენ ხელისუფლებისკენ და ისევ იქ დარჩნენ… ხოლო ტენდენცია „უწიგნური ხელისუფლებაში“ გამოსწორების და გზების ძიების ნაცვალად დამახინჯებული სახელმძღვანელობის სკოლებში დანერგვით „ტრიუმფით“ გრძელდება.
აფერუმ!!!
ახლანდელი ხელისუფალნი იქნებ, კითხულობენ კიდეც თეორიებს, როგორ უნდა მართონ ქვეყანა და აკეთონ საქმე ისე, რომ ადამიანების ცხოვრებას სასიკეთო „ხელი დაატყონ“, არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ არაფერი მსგავსი არ გვეტყობა.
არც იმის იმედი მაქვს, ან რატომ უნდა მქონდეს, რომ ამ ნაწერს წაიკითხავს ვისაც ეხება, მაგრამ ჩემმა ერთგულმა მკითხველებმა ძალიან მინდა იცოდნენ, რომ „საქმის ცოდნით“ მართავდნენ ქვეყნებს ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღირცხვამდე და მას შემდეგაც, ეს არ არის ზღაპარი, ეს რეალობაა და ამის შესახებ თქვენ ყველას გაგიგონიათ… და ეს იყო არც ისე შორეულ წარსულში, სულ რამდენიმე საუკუნის უკან… ეს დადასტურებულია და ნახეთ, როგორ ცხოვრობდნენ, სანამ…
მათ ცხოვრებაში ყაჩაღები და დამნაშავე ელემენტები შეიჭრებოდნენ..
იმაზე მეტი დანაშაული არ არსებობს, როცა ვერაფერს არგებ და აჩანაგებ საკუთარი ერს, რომელიც შენობები და ფასადები არ არის — სურვილის მიხედვით გამოცვალო
დამიანმა, რომც არასდროს განიცადოს, სიღატაკის გემო მაინც იცის…
სანამ ნაბიჯს გადადგამ, ჯერ ხომ საფულეში იხედები?
ცარიელი არ უნდა იყოს.
ფულის შოვნა ნებისმიერ შემთხვევაში ძნელია… ფიზიკური შრომით იშვიათად გამდიდრებულა ვინმე… სწავლით დიდი დრო უნდა…
ამ ლოგიკას დამნაშავე სრულიად გაუცნობიერებელად განაგრძობს:
აი, სხვისთვის წართმევა ძალადობით, მიპარვით, ჩუმად, ნებადართულად თუ დაურთველად… ნებისმიერი გზით სხვისი გამწარების გზის გავლით შოვნა — რისკია, მაგრამ უფრო გარანტირებულია… თუ გაგიმართლა და იშოვე — უზრუნველყოფილი ხარ, თუ ვერა — დიდი-დიდი ციხე არ აგცდეს, ეს არის და ეს… არაფერს კარგავ… ხომ არ მოკვდები — ბოლოსდაბოლოს, ხომ გამოხვალ, ცდას განაგრძობ…
ეს არის პოტენციური დამნაშავის ფსიქოლოგია, რომელიც ან დაბადებისთანავე გენეტიკურად გადმოეცემა, ან ცხოვრების განმავლობაში ხდება — წესი!
ასე გამდიდრებულები რომ ბედნიერებას ვერ ყიდულობენ, საიდუმლო არ არის!
და ეს მოდის ადამ და ევადან
და როგორც ჩანს, არც მოისპობა!
ადამიანები უფალმა სამოთხეში საცხოვრებლად შექმნა და მათ უნარებზე არ უფიქრია…
იმ წუთიდან, როცა სამოთხიდან გამოდევნილებს დამოუკიდებლად დასჭირდათ თავის შენახვა რაც არავის უსწავლებია, მეტიც, ფსიქოლოგიურად არც მოუმზადებია. არ მოელოდნენ, თუ დასჭირდებოდათ, თავი სამოთხეში საცხოვრებლად ჰქონდათ წარმოდგენილი… ისევე, როგორც ბავშვობაში უზრუნველად ცხოვრებისას გვგონია ნებისმიერ ჩვენთაგანს…

იქნებ ადამინის ბრალი არ არის, თუ მას ოქრო იპყრობს? — კი სუსტი ადამიანის რა ბრალია, რომ ოქრო — ძლიერი ლითონი — მის არსებაში დიდი ფულის ექვივალენტია!
ფულით — უძლეველები ხდებიან!
უძლეველობა ერთბაშად ბევრ სიკეთეებს აერთიანებს!
დიდი ფულისკენ მიმავალ გზაზე დადგომას ბევრი ცდილობს… ძალიან ხშირად ამაოდ… და ციხეები ამ „უიღბლო მცდელებით“ არის გადავსებული.
თუ რა საერთოა ყაჩაღებსა და უძლეველი იმპერიების დამხობას შორის…
ბოლოში მოგახსენებთ…
მანამდე ჯადოსნურ ისტორიულ სამყაროში შევიხედოთ…
მეთექვსმეტე საუკუნეში მთელ მსოფლიოში დაირხა ხმები ამ კონტინენტებზე „დიდი ოქროს“ არსებობის შესახებ. ევროპის ქვეყნებიდან უკვე დაძრწოდნენ „საოცნებო განძის“ საძებრად.
მათ შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ რასაც გეტყვით, შეიძლება ცნობილი არ იყოს. ამასთან, ყოველი სიტყვა ისტორიული ფაქტებით არის დადასტურებული, არ ვაჭარბებ, უბრალოდ, თქვენთან სასაუბრო ფორმატის შეზღუდვის გამო ძალიან მოკლედ მოგახსენებთ…

პირველი ნაწილის დასასრული…

ქეთევან ჩემია — მესტია, კალა

მსგავსი პოსტები

,,ნე უსპელ“

Joni Kvaracxelia

კორონავიროსს როგორც უარყოფითი ასევე დადებითი მხარეც აღმოაჩნდა

Joni Kvaracxelia

შონტისთან — იატალიაში (ნაწილი მეორე)

Joni Kvaracxelia

1 კომენტარი

დატოვე კომენტარი