თბილისის ზღვაზე «ოქროს საწმისის» დევნილთა ჩასახლებაში საგანგაშო მდგომარეობაა. იქ პრაქტიკულად შეუძლებელია ცხოვრება, რადგან არსებობს სამხარაულის დასკვნაც, რომ «ოქროს საწმისის» კორპუსში ცხოვრება ადამიანის სიცოცხლისთვის ძალზე სახიფათოა. თუმცა გამოუვალი მდგომარეობის გამო იქ დევნილები უკვე 25 წელია ცხოვრობენ. მათი თქმით ისინი ხელისუფლებისგან ყურადღებას მოკლებულნი არიან. ლაზარეს წარმომადგენლები ესტუმრნენ ოქროს საწმისის დევნილებს და ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას.
ფაქტები.ჯი