სხვადასხვა

ოქროდ შეფასებული — ნაყინი! მარკეტ „მაგნიტისგან“

დარწმუნებული ვარ, მსგავსი შემთხვევები იშვიათობა არ არის, მაგრამ ჩვენთან ისეა გამეფებული განწყობა: „სულერთია, ყურადღებას არავინ მიაქცევს!“ — რომ ადამიანები დუმილს ამჯობინებენ.
მაგრამ როლანდი ჩხიკვაძემ არ ამჯობინა და იმისთვის, რომ მარკეტ მაგნიტში „ბარამბოს“ ფირმის ცარიელ ვაფლის ჭიქაში ლარის გადახდის ფაქტი ასე აღწერა:
23 აგვისტოს დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში მეთვრამეტე კორპუსის პირველ სართულზე შვილიშვილს ორი ნაყინი ვუყიდე. ერთი უცებ გახსნა და მოლოკა. მეორე ხელში შემრჩა: გვერდზე გახვრეტილი იყო და შიგნით არაფერი იდო, მხოლოდ ჭიქის თავში მიყინულიყო ცოტა მასა, როგორც ამ სურათზეა და კარგად ჩანს.
ხალხი არ იყო და მაღაზიაში მხოლოდ თანამშრომლებს მოეყარათ თავი. დანახულით აღშფოთებულმა მივმართე: „ამ ცარიელ ნაყინში ლარი რომ გამომართვით არ გრცხვენიათ-მეთქი“…
ამ ვიდეოში გამყიდველის პასუხი გარკვევით ისმის: „დალუქული მოაქვთ და გახსნის უფლება ჩვენ არ გვაქვსო“… ისე ვიყავი აღელვებული, დაიბრუნეთ ან გამომიცვალეთ-მეთქი არ მითქვამს. იმდენად დაცულად იგრძნეს თავი, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, არ დაეკარგად „ლარი“ და არც მათ შემოუთავაზებიათ.
გადავწყვიტე მეორე დღეს მენეჯერისთვის მიმემართა… მივედი და მენეჯერი სწორედ ის ქალი გამოდგა, ვინც მითხრა: „ჩვენი რა საქმეა, იმას მოკითხე, ვისაც შემოაქვსო. ჩვენი კურატორი ჩოჩელია და იმას ვეტყვი და დაგირეკავენ, მას უთხარით თუ რამე პრეტენზიები გაქვთო“…
პრეტენზია მაქვს: შეიძლება წუნიანი საქონელი იყოს, მაგრამ მომხმარებელს ისე მოექცე, რომ თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნოს… ლარი კი არა, მთელი ცხოვრება დავკარგე აფხაზეთში, მას მერე კიდევ ორჯერ თავიდან ავიწყვე ცხოვრება, მაგრამ არავისთვის არაფერი დამიბრალებია და არც მითხოვია… მხოლოდ ადამიანური დამოკიდებულება მსურს, რომელსაც რაც დრო მიდის უფრო და უფრო გიძვირებენ… ფასების პროპორციულად… არ მინდა ადამიანები ისედაც გამწარებულ დაღატაკებულებს ცინიკურად გვეპყრობოდნენ… სხვა რა უნდა ვუწოდო, ამ საკითხთან დაკავშირებით „მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოში“ დავრეკე და ზუსტად ერთი საათი მუსიკას მასმენინეს და ბოლოს გავთიშე, მივხვდი იქაც „მაგნიტის“ თანამშრომლები ან მათი „ახლობლებისნაირები“ არიან დასაქმებული.
ბედნიერი ერი ვართ, ასე ძალიან შორს წავალთ: მარკეტ „მაგინიტისნაირები“ დგამენ დიდი ნაბიჯებს, ყველა ხელმოცარულია იქ თავმოყრილი და როგორც საქციელზე ეტყობათ, მალე დაიხურებიან, შემოდგომის ბუზებივით იმიტომ იკბინებიან, თორემ ნებისმიერ სხვა მარკეტში ერთი ლარის გამო დარწმუნებული ვარ ასე არ გამწარდებოდნენ.
ყველაფერი აგიხდეთ:

დავრეკე „მაგნიტის“ სათაო ოფისში, საიდანაც მაცნობეს მოკლედ: „როლანდი ჩხიკვაძეს აუღია წუნიანი ნაყინი და როგორც კი გამყიდველისთვის მიუმართავს, იმას გაცვლა შეუთავაზებია, მაგრამ მომხმარებელს უარი უთქვამს… და მეტიც, თუ ისევ მიაკითხავს იმ მაღაზიას, საჩუქრად ნაყინს მიართმევენო“… ანეკდოტი გამახსნდა:
ერთი მეორეს ეკითხება: ძაღლმა რომ გიკბინა და იჩივლე სასამართლოში რა გამოგივიდა?
მე არაფერი, ძაღლის პატრონს გამოუვიდა და მერე როგორ გამოუვიდა, სასამართლომ დაადგინა, ძაღლისთვის მე მიკბენიაო“…
ტელეფონზე ვინმე მაკამ მიპასუხა და რატომღაც არ ეცნაურა ჩვენი პორტალი, როგორც ჩანს, კითხვასთან მწყრალად არის და კიდევ ერთხელ გამამეორებინა დასახელება.
შემდეგ კი გადაწყვიტა დამორჩილებოდა უფროსობის გადაწყვეტილებას და ერთი ნაყინი საჩუქრად მოერთმიათ დუმილის სანაცვლოდ.
მივალთ ნაყინსაც გამოვართმევთ და ამ წერილს სურათებით და ვიდეოთი საჩუქრათ მივართმევთ, ნიშნად იმისა, რომ ჩვენ გვიცნობენ.
აბა, მომავალ შეხვედრამდე მარკეტ „მაგნიტში“.

ქეთევან ჩემია
P.S. თემას აუცილებლად მივუბრუნდებით, რადგან ამოწურულად არ მივიჩნევთ

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი შედეგები რეგიონული უსაფრთხოებისა და საქართველოსთვის

Joni Kvaracxelia

რუსეთიდან შაქრის ექსპორტი აიკრძალა

roma sajaia

დატოვე კომენტარი