«ორჯერ გამარჯობის თქმას მოსდევს ხოლმე თავში ავარდნა»-შოთა დიღმელაშვილი გრიგოლ ვაშაძეს მიმართავს

0
1154

მოძრაობა «სირცხვილიას» ერთ-ერთი ლიდერი შოთა დიღმელაშვილი «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა:

«გადმომცეს, გრიგოლ ვაშაძეს კვესიტაძესთან უთქვამს, ჩემი მოთხოვნილია პროპორციული არჩევნები, არაფერი შეგეშალოთო.

შეგახსენებთ, ეს ის კაცია, რომელიც ზაფხულში, აქციებზე, სცენაზე კი არა, სცენის უკანაც არ შემოუშვა ჩვენმა დაცვამ.

ორჯერ გამარჯობის თქმას მოსდევს ხოლმე თავში ავარდნა რიგ შემთხვევებში. კარგია, რომ Nodar Rukhadzeმ წინდახედულობა გამოიჩინა და შეინახა ის ისტორიული დოკუმენტი, რომელზეც ჩამოვწერეთ 21 ივნისს წამოყენებული 3 მოთხოვნა.

პარტიებთან პირობა ერთი იყო: ისარგებლებდნენ ჩვენი სცენით თუ იზიარებდნენ ჩვენს მოთხოვნებს, არაფერს აკლებდნენ და არაფერს ამატებდნენ მათ. აგრეთვე, ყველა პარტიიდან თანაბარი რაოდენობის სპიკერი იქნებოდა და ამ სპიკერებს არა ისინი, არამედ ჩვენ შევარჩევდით.

ძალიან არასწორ ეგოს შეეხო»- წერს სოციალურ ქსელში შოთა დიღმელაშვილი.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ