პოლიტიკა

ორი დღის მანძილზე პარლამენტშუ რიგგარეშე სხდომები გაიმართება

საქართველოს პარლამენტში დღეს და ხვალ რიგგარეშე სხდომების გამართვა იგეგმება.

სხდომების ფარგლებში იგეგმება „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა, ასევე „საგადასახდო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების განხილვა, რომელიც პანდემიის პირობებში შეღავათების დაწესებას გულისხმობს. დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომაზე შესაძლოა, დელეგაციების დაკომპლექტების საკითხზეც იმსჯელონ.

ამასთან, პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე იგეგმება „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა. მანამდე საკითხზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის ვიზიტი საქართველოში

ვინ იქნება ვიცე-პრემიერი?-გიორგი გახარია განცხადებას აკეთებს

შეაჩერე კორუფციის” ხელმძღვანელი, ვატო გელაშვილი დააკავეს

დატოვე კომენტარი