სხვადასხვა

ორი დღით, ქარელის საავტომობილო გზის ერთ მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდება

ქარელის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრზე, 24 სექტემბერს 22:00 სთ-დან 25 სექტემბრის 01:00 სთ-მდე, შეზღუდვები დაწესდება — ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, — ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, სამუშაოების ჩატარება 23 სექტემბრის 22:00 სთ-დან 24 სექტემბრის 01:00 სთ-მდე იგეგმებოდა, თუმცა, ძლიერი წვიმის გამო, ეს განსაზღვრულ დროს ვერ მოხერხდა.

24 სექტემბერს 22:00 სთ-დან 25 სექტემბრის 01:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე გადაერთვება. მოძრაობას შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფები გააკონტროლებს.

Loading…

მსგავსი პოსტები

მამუკა ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე დაიბარეს

გორში პატრულმა და მოქალაქემ ერთმანეთი დაწყევლეს

«პუტინი მიყვარს ძალიან»-«უკვდავი პოლკის» წევრების აქცია (ვიდეო)

დატოვე კომენტარი