განცხადებები

«ორივე დაჯგუფება სექსუმცირესობების და მათთან მებრძოლი რაინდების, იმართება მოსკოვიდან»-შალვა ნათელაშვილი

«ლეიბორისტული პარტიის»  თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი „არჩევანის“ ეთერში აცხადებს  რომ უნდა შეიქმნას ერთიანი ფრონტი ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ.

«უნდა შეიქმნას ერთიანი ფრონტი ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ, რომელი ფრონტიც აიძულებს მთავრობას, შეცვალოს საარჩევნო კანონი, გააუქმოს კრიმინალური მაჟორიტარული სისტემა, ეს ჩვენი ბიუჯეტით გასიებული ღორის მსგავსი არსებები, რომ სხედან პარლამენტში, ღორთან ბოდიშ, და ჩვენი შვილების წილს ჭამენ, ეს გააუქმოს. ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც კრიმინალიტეტის ბუდე დაითხოვოს და გააუქმოს და არჩევნები გამოაცხადოს სავალდებულოდ, რათა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის წინაშე…

შალვა ნათელაშვილი აგრეთვე «თბილისი პრაიდზეც» საუბრობს.

«იმას კი არ ებრძვიან, ვინც მიიღო ეს კანონი, ბოროტების სასახლეში რომ ზის, ბოროტება ორფეხა, იმას კი არ ებრძვიან, ებრძვიან იმათ, ვინც ამ კანონით მიიღო უფლება, მიტინგი ჩაატაროს, თავზე დაგვაჯდეს და რაც უნდა ის გვიქნას, ეს გააკეთა ივანიშვილმა… ორივე დაჯგუფება სექსუმცირესობების და მათთან მებრძოლი რაინდების, იმართება მოსკოვიდან,» — განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

თუ ნაციონალური მოძრაობა არ შემოვა ამით მიშელის დოკუმენტს საფრთხე არ შეექმნება-კახა კუჭავა

«ქვეყანაში ძალიან ბევრი უსახური ეკლესია შენდება»-სალომე ზურაბიშვილი

მამაოს დაარტყეს-უმწვავესი დაპირისპირება სალხინოს ეკლესიის ეზოში(ვიდეო)

roma sajaia

დატოვე კომენტარი