განცხადება/მიმართვა

ორბანი უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებაზე: „ატყუებენ იმით, რაც შეუძლებელია“

ორბანი ევროკავშირის ხელმძღვანელობას ადანაშაულებს — “უკრაინას ატყუებენ შეუძლებელი დაპირებებით”

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა უკრაინას „შეუძლებელს ჰპირდება“ და ატყუებს მის მოსახლეობას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე.

ორბანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი არგუმენტები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ. მისი თქმით, უკრაინის მიღება ნიშნავს „ომის მიღებასაც“ და სანამ ქვეყანაში ომია და ფრონტი არასტაბილურია, გაუგებარია, სად გადის ქვეყნის საზღვრები ან რამდენი მოსახლე ჰყავს.

„სად არის მისი საზღვრები? მოსახლეობა გაიქცა. არ ვიცით, ახლა რამდენია და რამდენი დარჩება“, — აღნიშნა ორბანმა.

პრემიერის თქმით, უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებამდე ჯერ ნატოში უნდა მიეღოთ, როგორც ეს სხვა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შემთხვევაში მოხდა. თუმცა, მისი შეფასებით, ეს რუსეთს გააღიზიანებდა და უსაფრთხოების სამხედრო გარანტიების გარეშე უკრაინის მიღება „შეუძლებელია“.

„ეს სიგიჟეა და ამაზე გულახდილად უნდა ვილაპარაკოთ. არ შეიძლება მოვატყუოთ ქვეყანა, რომელიც საკუთარ მომავალზე იბრძვის. ბრიუსელის ხალხი კი ატყუებს, უკრაინელებს ატყუებს. ჰპირდებიან იმას, რაც შეუძლებელია“, — განაცხადა ორბანმა.

შეგახსენებთ, რომ:
ორბანმა საკუთარ პროპაგანდისტულ რეფერენდუმზე დაყრდნობით განაცხადა, რომ უნგრეთმა „შეჩერა“ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.

ამასთან, ევროკავშირის ბოლო სამიტზე წევრი სახელმწიფოები ვერ შეთანხმდნენ უკრაინისთან ურთიერთობისა და დაახლოების გეგმებზე უნგრეთის ვეტოს გამო.

წყარო: „ევროპული სიმართლე“ 444.hu-ზე დაყრდნობით

მსგავსი პოსტები

კახა კუჭავას 2 ოქტომბრის არჩევნებზე, კენჭისყრის შენობაში „ქართული ოცნების“ სიმბოლიკიანი პირბადის ტარების გამო მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცეს

“ბიძინა ივანიშვილმა აჩვენა თეთრი და შავი, აჩვენა რა არის დღეს რეალობა”-ეკა ბესელია

“ბიძინა არის გაუნათლებელი კაცი, ხელისუფლება უნდა გადაგეს”

დატოვე კომენტარი