“ახლა, როდესაც ოპოზიციური დოღია გამართული პარლამენტში შესვლაზე, ვფიქრობ, ყველაზე ურწმუნო თომებმაც კი დაიჯერეს, რომ ერთადერთი პარტია, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი მანდატი თქვენი ნდობა და სიყვარულია, არის „საქართველოს ლეიბორისტული პარტია…
ახლა, როდესაც ოპოზიციური დოღია გამართული პარლამენტში შესვლაზე, ვფიქრობ, ყველაზე ურწმუნო თომებმაც კი დაიჯერეს, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომლისთვისაც ყველაზე დიდი ღირებულება ქვეყანა, ხალხი და თქვენ ხართ, რომელიც არ დაემორჩილება არავის თქვენი ინტერესების საღალატოდ, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი მანდატი არის თქვენი ნდობა და სიყვარული, „საქართველოს ლეიბორისტული პარტიაა“. სამწუხაროდ, ძირითადი პოლიტიკური სპექტრი წარმოადგენს ოლიგარქიული ხის სხვადასხვა ტოტს. აქ, ლეიბორისტული პარტიის ოფისში წარმატებით და აღმავლობით დაწყებული პროცესი ივანიშვილის რეჟიმის შეცვლისა, გარკვეულ ოპოზიციურ ძალთა მიერ სეპარატისტულ-მოღალატეობრივად ხელმოწერილმა ე.წ. მიშელის დოკუმენტმა შეწყვიტა”-განაცხადა ნათელაშვილმა.
