პოლიტიკაპროტესტი

ოპოზიციის წევრებმა ნიკა მელიას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს

ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ, «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» ოფისში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისინი «ნაციონალური მოძრაობის» ლიდერს მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ, რომ ამით გამოდიან იმ უკანონობის წინააღმდეგ, რომელსაც ხელისუფლება სჩადის.

ნაციონალური მოძრაობის ოფისში იმყოფებოდა «ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც. მისი თქმით, ვინც დღეს ნიკა მელიას არ დაიცავს , თავისდა უნებურად მოაწერს ხელს უსამართლობას: ახლა ვინც დაიწყებს იმის ლაპარაკს, რომ «ნაციონალური მოძრაობის» ოფისი, სხვა პარტიის ოფისი, ამ პარტიის თავმჯდომარე, იმ პარტიის თავმჯდომარე, ამას დავიცავ, იმას არ დავიცავ, ეს ადამიანები თავისდა უნებურად ხელს მოაწერენ უსამართლობას. იმიტომ რომ უსამართლობა და უსინდისობა, ვისაც არ უნდა ეხებოდეს, მოგწონს ეს ადამიანი თუ არა, ყველა უნდა დაიცვა. მე ამ შემთხვევაში ნიკა მელიასთან მაქვს პირადი მეგობრული ურთიერთობაც ნიკა მელიას ნამდვილად ეკუთვნის დაცვა, იმიტომ რომ ის არის წესიერი პრინციპული ადამიანი და თუ ვინმეს რაღაცა ჭმუნვები აქვს «ნაციონალურ მოძრაობასთან» დაკავშირებით, ნიკა მელიას ეს ნამდვილად არ ეხება,» — განაცხადა ბურჯანაძემ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

იყრის თუ არა კენჭს ზუგდიდში გიული ალასანია?

roma sajaia

ემიგრანტების ორგანიზაციამ «ერთად სახლში», ოფიციალური წერილით მიმართა ევროკომისიის, ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს ხელმძღვანელობას

საგანგებო ინფორმაცია! რუსმა ოკუპანტებმა ქარელში უკანონო ბორდერიაზია დაიწყეს

roma sajaia

დატოვე კომენტარი