არჩევნებისხვადასხვა

ოპოზიციის შემდგომი გეგმები

ლელოს“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციამ მორიგი აქციის ტექნიკურ დეტალებზე იმსჯელა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, 17 ნოემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ოპოზიციის მხარდამჭერები მდუმარე აქციით დახვდებიან. დემონსტრაციის ყველა მონაწილეს ექნება სტიკერი, რომელზეც ის დადგება, ხელში კი აშშ-სა და საქართველოს დროშები ან შესაბამისი პლაკატი ექნება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი შეიძლება ვერ თანხმდებოდეს ძალიან ბევრ საკითხზე — პოლიტიკურ გემოვნებაზე, მემარჯვენეობაზე, მემარცხენეობაზე და ა.შ., მაგრამ უდიდესი ნაწილი ვთანხმდებით იმაზე, რომ არჩევნები არის გაყალბებული. ამიტომ, ყველა იმ ადამიანს მინდა მოვუწოდო, ვინც თვლის, რომ გაყალბებულია არჩევნები. სულ ერთია, მოსწონს ვიღაც პოლიტიკოსი თუ არა, რომელიმე პარტია მოსწონს თუ არა, ან ის ადამიანი, რომელიც 2 მეტრით წინ, უკან, მარჯვნივ ან მარცხნივ (იდგება. )ამას მნიშვნელობა არ აქვს, მეგობრებო. მთავარია, ვინც თვლით, რომ გაყალბდა, გამოდით და ასე მდუმარედ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. დააფიქსირეთ საერთაშორისო მედიის წინაშე და ასევე ჩვენი სტუმრის წინაშე“, — განაცხადა უგულავამ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

„ფეისბუქ“-გვერდები, რომლებიც პროტესტის დელეგიტიმაციას ცდილობენ

ლენტეხში სოკოთი 2 ადამიანი მოიწამლა და 1 გარდაიცვალა

თბილისში ტყვიით დახოცილი ძაღლები იპოვეს-შოკისმომგვრელი ფოტოები

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი