სხვადასხვა

ოპოზიციის ულტიმატუმი ხელისუფლებას

მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების მოთხოვნით ოპოზიცია ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ თუ მათი მოთხოვნა  არ დაკმაყოფილდება ისინი საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრების ფორმატს ბოიკოტს გამოუცხადებენ.

«20 პოლიტიკური პარტიის და მოძრაობის სახელით შეგვაქვს საინიციატივო ჯგუფის წინადადება პარლამენტში, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის სრულად გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე. სხვა ცვლილებები,რომელიც შეიძლება კობახიძის ჯგუფმა განახორციელოს, თუ იქნება კოსმეტიკური ხასიათის, თუ არ შეცვლის იმ ფუნდამენტურ თამაშის წესებს, რაც ახლა არსებობს, რაც ვერ უზრუნველყოფს სამართლიან არჩევნებს ჩვენს ქვეყანაში ბუნებრივია არ იქნება კონსესუსი და შესაძლოა ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვიტონ, რომ არ სურთ ამ ფარსში მონაწილეობა, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. თუმცა, ვიხილავთ რამდენად აქვს ხელისუფლებას მზაობა, რომ განახორციელოს საარჩევნო სისტემის რეალური რეფორმა,»-განაცხადა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ.

Loading…

მსგავსი პოსტები

ვინ არის რუსთაველი ახალგაზრდა, რომელიც ავტოავარიას ემსხვერპლა?

ლარი ისევ რეკორდულად გაუფასურდა

Joni Kvaracxelia

დაპირისპირება დმანისში გრძელდება-მობილიზებულია სპეცრაზმი (ვიდეო)

roma sajaia

დატოვე კომენტარი