ოპოზიციის ერთადერთ მონაპოვარს-წალენჯიხის გამარჯვებას ასე როგორ აბანძებთ. ქ-ნ თამარ ბელქანიას ვიცე-მერად როგორ ნიშნავთ?!

0
220

ოეე, რას შვრებით! ოპოზიციის ერთადერთ მონაპოვარს-წალენჯიხის გამარჯვებას ასე როგორ აბანძებთ. ქ-ნ თამარ ბელქანიას ვიცე-მერად როგორ ნიშნავთ?!
ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ, ეს ქალბატონი არცთუ დიდი ხნის წინათ სოხუმის უნივერსიტეტში ,,მოღვაწეობდა“ საზოგადოებასთან ურთიერთირთობის სამსახურის ხელმძღვანელად. ის შავრაზმელი რექტორის, პუტინის დედის გულმხურვალე დამცველის ზურაბ ხონელიძის მარჯვენა ხელი და შიდასაუნივერსიტეტო ზონდერი გახლდათ. მისი ფუნქცია უნივერსიტეტში ის იყო, რომ განსხვავებული აზრი არსად გაჭაჭანებულიყო, ხოლო იარაღი — ანგარება, ისტერიულობა და ინტრიგები. დიდი დრო არ გასულა, რაც ქ-ნი ბელქანია წიოკით მოითხოვდა უნივერსიტეტის ,,აფხაზთა კრების“ აქტივისტებისგან, ლექტორებისა და სტუდენტებისგან გაწმენდას. სათავეში ედგა მათ, ისევე როგორც სხვა განსხვავებულად მოაზროვნეეების, დევნა-დაშინებას, სრულიად უსინდისო დისკრედიტაციის კამპანიას. მისი ნამოღვაწარია სტუდენტებისგან ტროლ-ბოტების ფაბრიკის შექმნა უნივერსიტეტში, რომელთა უსაზიზღრეს ტექსტებს სოციალურ ქსელებში თავად წერდა და აკონტროლებდა. მისივე, საკუთარი ხელით, არის ჩამოხსნილი აბრა ევროკავშირის აუდიტორიიდან, რომელიც იქ ლატვიის საელჩომ მოაწყო და ბევრი რამ კიდევ სხვა რისი ჩამითვლაც ძალიან შორს წაგვიყვანს.
ქ-ნ თამარს ხონელიძის ასინეთას უწოდებდნენ და სავსებით დამსახურებულადაც. პოსტის დატოვება კი მხოლოდ იმიტომ მოუწია, რომ მისი ბობოქარი შეტევის სამიზნე ამჯერად საჯაროდ ერთ-ერთი საპატივცემლო პროფესორი გახდა და თამასას აშკარად ვერ შეწვდა. ამ უკანასკნელის კატეგორიული მოთხოვნის გამო ბნელი რუსეთუმე რექტორიც კი იძულებული გახდა გაეთავისუფლებინა ქ-ნი თამარი ამ თანამდებობიდან, თუმცა შემდეგაც პატრონობდა.
ახლა ის ოპოზიციის მედროშედ გადაიქცა. არ მჯერა ასეთი მეტამორფოზების. სავლეს პავლეობა წესი არ არის, გამონაკლისია და სხვანაირად არც შეიძლება იყოს. თანაც, ერთი უტყუარი ნიშანი ახასიათებს — სინანული ჩადენილისადმი, რაც ჩვენს ,,გმირს“ არასდროს გამოუვლენია და არც გამოავლენს.
ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის შერჩევითი მართლმსაჯულებაზე უფრო დიდი ისტორიული სენი შერჩევითი მორალი და, როგორც დღეს ერთმა ჩემმა მეგობარმა მოხდენილდა თქვა, შერჩევითი მეხსიერებაა. პოლიტიკა ისეთივე სფეროა ადამიანთა საქმიანობის, როგორც ყველა სხვა, მაგრამ ზნეობრივი განურჩევლობა თვისობრივად უფრო მეტად დამაზიანებელია აქ, ვიდრე სხვაგან, რადგან თანაცხოვრების ძირეულ საყდენებს — ღირებულებებს ეხება.
ჩვენ გაგაფრთხილეთ, ნამდვილად ნაღმზე სხედხართ, რომელიც ძალიან მალე მოვა მოქმედებაში.

მალხაზ პატარაია

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ