«როგორც ერთ ამომრჩეველს ოპოზიციისგან მაინტერესებს რამდენიმე საკითხი.
1. როდის მეცოდინება, რა კონფიგურაციით გადიან არჩევნებზე – ერთიანი ფრონტით თუ რამდენიმე ცენტრით.
2. არჩევნებამდე მეცოდინება თუ არა, როგორი იქნება ის გარდამავალი (ქარტიის) მთავრობა – რა პრინციპით დაკომპლექტდება, როგორი ხალხი წარმოუდგენიათ მინისტრებად. პარტიები წარადგენენ პარტიულ წარმომადგენლებს თუ არაპარტიულებზე შეთანხმდებიან ? ვინ და როგორ შეარჩევს ამ ხალხს ? რა იქნება პრეზიდენტის როლი ? სიცხადე მჭირდება.
3. როგორ მოახერხებენ პარტიები კოორდინაციას წინასაარჩევნო პერიოდში – ვგულისხმობ რესურსების გაერთიანებას (მაგალითად, რამდენიმე ცენტრის შემთხვევაშიც კი). თუ კონკურენციაში იქნებიან ერთმანეთთან, მაინც მოხერხდება თუ არა რესურსების კოორდინაცია საერთო საქმისთვის ?
ამის პარალელურად ისაუბრონ შინაარსზე, განსხვავებებზე, რაც უნდათ, ის ქნან. არ ვიცი, რა განსაკუთრებული დარჩათ ასეთი სათქმელი, რაც ამდენი წელია, ვერ გაგვაგებინეს, მაგრამ ქნან, ვინ უშლით. სასამართლოზე, ეკონომიკაზე, ყველაფერზე. რა ჯობია, თუ ამასაც მოახერხებენ იმ პირობებში, რასაც ოცნება შექმნის ამ დარჩენილ თვეებში. ცხადია, უნდა ცადონ. აგერ ვართ და დავუგდებთ ყურს. თან ქარტიის სახით ჩარჩო დოკუმენტი არსებობს.
უბრალოდ, ის სამი საკითხი გახადონ ცხადი.»
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია წერს.