განცხადება/მიმართვა

ოპოზიცია მძიმედ წააგებს არჩევნებს-კობახიძე

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ოპოზიცია ამ არჩევნებშიც დამარცხადება.

“დღეს ყველა ხვდება, რომ რადიკალური ოპოზიცია, ზოგადად, ოპოზიცია მძიმედ წააგებს არჩევნებს. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია საუბარი იმაზე, რომ ისინი კიდევ ერთხელ ეცდებიან იმავე სცენარის განვითარებას, რაც განავითარეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მათ სხვა გზა, სხვა არჩევანი არც აქვთ. სინამდვილეში, ესეც არ არის მათი არჩევანი. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, ან არჩევნებით დაიბრუნონ ძალაუფლება, ან ქუჩით. საბოლოო ჯამში, არჩევნებსაც და ქუჩასაც სჭირდება ერთი და იგივე რესურსი, ხალხის მხარდაჭერა. როცა ხალხი მხარს არ გიჭერს, ბუნებრივია, ვერც არჩევნებს მოიგებ და ვერც რევოლუციას მოაწყობ. აქედან გამომდინარე, მცდელობა იქნება, თუმცა განწირულია ფიასკოსთვის, წარუმატებლობისთვის.

რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნის თემის გამოყენებას ამ მიზნებისთვის, თეორიულად ყველაფერი შეიძლება, დანარჩენი ვნახოთ. როგორც წინა შემთხვევაში, ვერცერთხელ მოახერხეს ვერც რევოლუციის მოწყობა, ვერც არსებითად ვითარების არევა ქვეყანაში, ასე გააგრძელებენ მომავალშიც. არავითარი რესურსი არ აქვთ, ქვეყანაში მოაწყონ არეულობა და რევოლუცია”-განაცხადა კობახიძემ

მსგავსი პოსტები

მე თვითონ ვაფინანსებ – ლევან ვასაძე

“რა შეგვე#ით თბილისის მერია…ეს დედამოტ#ნული… რა გაგვი#რაკეთ საქმე”-ია ფარულავა(ვიდეო)

roma sajaia

აშშ-ს საელჩო ვაჟა გაფრინდაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე განცხადებას ავრცელებს

დატოვე კომენტარი