პროტესტი

ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის წინ სამოქმედო გეგმა გამოაცხადეს. გეგმა ასეთია — ოპოზიცია პროტესტის უწყვეტ ფორმაზე გადავა, ლიდერები საქართველოს სოფლებში და ქალაქებში ჩავლენ „წინასაარჩევნო რეჟიმში“ სამუშაოდ, თბილისში, 15 მაისს კი დიდ აქციას ჩაატარებენ. ხშირად გაიგებთ ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სასოწარკვეთილ ამოძახილს, რომ ეს კაცი ასე არ წავა. ევროპის მედიაციით მოლაპარაკებები ჩავარდა და სამწუხაროდ, განცდა, რომ ივანიშვილი ასე ჩვეულებრივად არ წავა, კიდევ უფრო გამძაფრდა მოქალაქეებში. ჩვენ უნდა გავმოძრავდეთ, მთელი საქართველოს შეგნებული მოქალაქეები უნდა დავირაზმოთ ერთი იდეის ქვეშ, რაც ნიშნავს მოძრაობას საქართველოსთვის, ეს მოძრაობა არის თითოეული ადამიანი, რომელიც გამოდის გარეთ და აღარ ეგუება იმას, რაც ქვეყანაში ხდება. ჩავარდნილი მოლაპარაკებები არ არის ერთჯერადი რამ. ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ღიად უარი უთხრა დასავლეთს. ასეთ პირობებში საქართველოს სხვა გზა არ რჩება და რომც არ უნდოდეთ ვიღაცებს „ქართულ ოცნებაში“, ჩვენ გადავიხრებით იქით, საიდანაც საუკუნეების მანძილზე გამოვდივართ. ადამიანი აუცილებლად წავა მშვიდობიანი არჩევნებით და ჩვენ გვინდა, რომ ეს არჩევნები დაინიშნოს შეთანხმებით, მაგრამ თუ ასე არ მოხდება, ეს არჩევნები დაინიშნება იძულებით ხალხისგან, რომელიც გამოვა და იმოძრავებს თავის სოფელში, თავის ქალაქში, თავის ქუჩებზე, იქნება სრული პროტესტი და დაუმორჩილებლობა. ამას სჭირდება რამდენიმე თვე, ამას სჭირდება მომზადება. ჩვენ უნდა აღვიჭურვოთ უდიდესი სტრატეგიული მოთმინებით, უნდა დავიაროთ მთელი ქალაქი და გავაცნოთ, რა ხდება რუსთაველზე, რატომ დგას კარვები“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი გენერალურ პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებას გეგმავს

საპროტესტო აქცია ისრაელში გრძელდება

«სირცხვილიას» აქტივისტები დააჯარიმეს

დატოვე კომენტარი