განცხადებები

ოპოზიცია მიშას თამაშს თამაშობს- იაგო ხვიჩია

გირჩის” წევრებმა: იაგო ხვიჩიამ, ვახტანგ მეგრელიშვილმა და ალექსანდრე რაქვიაშვილმა საერთო ოპოზიციური შეხვედრა დატოვეს, რომელიც “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში იმართება.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, ოპოზიციამ დაუდასტურა, რომ “მიშას თამაშს თამაშობენ”.

“ფაქტობრივად, ხალხმა, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისშია, ერთხმად დაგვიდასტურა, რომ ისინი მიშას თამაშს თამაშობენ. მაგალითად, კახა კუკავამ მითხრა, გვაცალეთ, მიშას თამაშის თამაში. ზოგადად, განწყობა ეს იყო, სადაც აღმოვაჩინეთ, რომ მიშას თამაშში ჩვენი ადგილი არ არის. ჩვენ სამი საკითხი გვქონდა, რომლის განხილვაც გვინდოდა და ფაქტობრივად, ეს სამი საკითხი ისეთი იყო, რომელზეც მსჯელობა თუ დაიწყებოდა, აღმოჩნდებოდა, რომ რაც ჩვენ გვინდოდა ის იყო სამართლიანი. ფაქტობრივად გვითხრეს, რომ ოპოზიცია გადადის სხვა „მოუდზე”, — განაცხადა ხვიჩიამ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ჯეიმს აპატურაი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება

«ამის ატანა არის შეუძლებელი! არ ვიცხოვრებთ ასეთ საქართველოში !!!»

roma sajaia

«1999 წლის არჩევნებში მე გავედი არა სიით, არამედ მაჟორიტარ დეპუტატად,» — მიხეილ სააკაშვილი განმარტავს

დატოვე კომენტარი