განცხადება/მიმართვა

ოპოზიცია ერთიანდება: ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი

„გვჯერა, რომ გამარჯვების გზა რეჟიმთან ართანამშრომლობაზე გადის“ – 8 ოპოზიციური პარტია ბოიკოტს უცხადებს ადგილობრივ არჩევნებს

კოალიცია „ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიამ 8 ოპოზიციური პარტიის ერთობლივი განცხადება წაიკითხა, სადაც ისინი აცხადებენ, რომ უარს ამბობენ მონაწილეობაზე 2025 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში.

მიზეზი – მიგვაჩნია, რომ არსებული პირობების ფონზე არჩევნებში მონაწილეობა არ ემსახურება ხალხის ინტერესებს და ლეგიტიმაციის ფასადს ქმნის პრორუსული, ოლიგარქიული რეჟიმისთვის.

მომდევნო ნაბიჯი – ერთად განვაგრძობთ პრინციპულ, უკომპრომისო ბრძოლას დემოკრატიისა და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის.

ძირითადი გზავნილი – გამარჯვება მხოლოდ რეჟიმთან სრულ ართანამშრომლობაზე გადის.

განცხადებას აწერენ ხელს:

  1. თავისუფლების მოედანი,
  2. დროა,
  3. გირჩი – მეტი თავისუფლება,
  4. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,
  5. სტრატეგია აღმაშენებელი,
  6. ევროპული საქართველო,
  7. ახალი
  8. ფედერალისტები.

მსგავსი პოსტები

«არ მოვახდენთ ქუჩების პატრულირებას, ვენდობით შს მინისტრს»-ლევან ვასაძე

«მეეჭვება, რომ ეს იყოს კანონიერად მოპოვებული»-ეკა ბესელია «რუსთავი» 2-ის გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებზე საუბრობს

Youtube-ს განცხადება

დატოვე კომენტარი