განცხადებები

ოპოზიციაში ყველა არ არის სააკაშვილის და ბოკერიასნაირები-ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში მმართველ გუნდთან ერთად ოპოზიციის წევრებიც იქნებიან წარმოდგენილი. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არიან „განსხავებული პოლიტიკოსები“, რომლებიც შევლენ პარლამენტში. კითხვაზე, თუ როგორ იქნება დაკომპლექტებული საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია ირაკლი კობახიძე დასძენს: „მანამდე შემოვლენ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში და ერთობლივად, ნახევარი ურმავლესობა უნდა იყოს, ნახევარი ოპოზიცია და ამ ფორმით ჩამოყალიბდება კომისია. იმ ოპოზიციაში ყველა არ არის მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას, გიგა ბოკერიას და უგულავასნაირი. არიან განსხავებული პოლიტიკოსები და ისინი შემოვლენ პარლამენტში“,-განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია ყველა საკითხს შეისწავლის, რაც არჩევნებს უკავშირდება. „ ჩვენ გავაკეთეთ განცხადება და გამოვთქვით მზადყოფნა საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით. მათ შორის, შეგვიძლია შევთავაზოთ პარტიონრებს რომ თუნდაც ეს უხეში ხარვეზი იყოს გამოძიებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში, რა თქმა უნდა PVT-საც და ყველა სხვა საკითხსაც, რომელიც უკავშირდება არჩევნებს საგამოძიებო კომისია შეისწავლის“,-აცხადებს კობახიძე.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«საქართველოსა და უკრაინას აქვთ უფლება აირჩიონ საკუთარი გზა…საკუთარი მომავალი»-იენს სტოლტენბერგი

Joni Kvaracxelia

ირაკლი კობახიძემ ლატვიის პრეზიდენტი გააკრიტიკა

roma sajaia

«მე არ მივიჩნევ, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული»

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი