ოპოზიციას აწყობს, რომ სააკაშვილი იყოს ცუდად- თეა წულუკიანი

0
127

სააკაშვილი არ არის ცუდად. ყველა პატიმარი არის ცუდად, როდესაც ის ხვდება საკანში და არ არსებობს ბედნიერი პატიმარი. თქვენ გინახავთ ადამიანი, რომელიც საკანში ზის და ბედნიერია? ასეთი არ არსებობს. ყველა პატიმარს რაღაც აწუხებს, მაგრამ არ არის არავითარი საფრთხე იმისა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას რამე ტიპის სერიოზული რისკი ემუქრებოდეს. ეს დაადასტურა მისმა იმ ექიმმაც კი, რომელსაც თვითონ ყველაზე მეტად ენდობა და მან სულ რამდენიმე საათის წინ, მგონი, გუშინ განაცხადა, რომ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის არავითარი საფუძველი არ არსებობს. მით უმეტეს, არ არსებობს არავითარი რისკი, რომ ეს ადამიანი დაიღუპოს ციხეში. ეს არის გამოგონილი, რაც მათ აწყობთ. შესაბამისად, უნდა ვიყოთ მშვიდად“, – განაცხადა წულუკიანმა.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ