ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციებზე დაახლოებით სამასი დემონსტრანტი დააკავეს

0
155

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციებზე დაახლოებით სამასი დემონსტრანტი დააკავეს. ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამართალდამცველები მომიტინგეებისადმი “ნულოვან ტოლერანტობას” იჩენენ. ჩინეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის ნაწილი ახალ კანონებს აპროტესტებს. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰონგ-კონგში ახალი ეროვნული უსაფრთხოების კანონის შესახებ განაცხადა.

ამასთან, მომიტინგეების პროტესტს იწვევს ახალი კანონის განხილვაც, რომლის თანახმადაც ჩინეთის ჰიმნისადმი უპატივცემლობა დასჯადი ხდება და მისი სწავლების ვალდებულება სკოლებს ეკისრება.

ვანო გომურაშვილი
http://paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ