ოლიგარქიული მმართველობისას სახელმწიფოებრიობის ყველა ნიშანი გათელილია ფეხქვეშ

0
1299

სახელმწიფო განისაზღვრება როგორც ინსტიტუტების ერთობლიობა, რომელიც ზრუნავს ეკონომიკურ განვითარებაზე,  იცავს წესრიგს და უზრუნველყოფს სოციალურ სტაბილურობასა და განვითარებას, ამ ფუნქციას  დღეს ოლიგარქი  ითვისებს  დეგრადირებული სახელმწიფო ინსტიტუტებით, კრიმინალით, გაღატაკებული მოსახლეობით, სიცრუის მანქანებით,  დაყოფილი და ფულზე გაყიდული საზოგადოებით. თავის მხრივ ფინანსების აკუმულირებით,  შავი ფულის გათეთრებით და კეთილდღეობით. რაც ოლიგარქიის მარტივი განსაზღვრაა.  დემოკრატიულ საზოგადოებაში მაღალია სახელმწიფოებრიობის, ეკონომიკური თავისუფლებისა და სამართლის ხარისხიც. ოლიგარქიაში კი ეს თავისუფლება არ არსებობს. ოლიგარქიული მმართველობისას სახელმწიფოებრიობის ყველა ნიშანი გათელილია ფეხქვეშ.  როგორც არ არსებობს კარგი ეშმაკი ისე არ არსებობს  კარგი ოლიგარქი. ,,სიკეთის» დაგეგმარება და  არჩევნების წინ მშენებარე ტაძრებში, სარწმუნოებაზე სპეკულირებით სიარული,   ყველამ ვიცით რასაც ნიშნავს, ისიც ვიცით რომ «ანგარებით გაკეთებული სიკეთე, ბოროტებაა». ოლიგარქის ხერხია მიზანმიმართულად მის მიერვე გაღატაკებული  მოსახლეობის არჩევნებისას გროშებზე მოსყიდვაც.

საინტერესოა შარლ ლუი დე მონტესკიეს შეხედულება ოლიგარქიისა და დემოკრატიის ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით: ,,მმართველის ტირანია ოლიგარქიაში არ არის იმდენად საშიში საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის, რამდენადაც მოქალაქეთა აპათია დემოკრატიაში“.

ოლიგარქიული მმართველობის შესახებ ჯერ კიდევ პლატონი წერდა;

ოლიგარქი და გუნდი მართავს ქვეყნის ეკონომიკურ ყველა სახსარს, მაგრამ ოლიგარქია თანდათან სოციალურ რეალობაშიც ერევა: თანდათან ხდება ოლიგარქიული გუნდისა და უბრალო ხალხის დაშორება. ხელისუფლებას აღარ აინტერესებს რა ხდება ქვედა სფეროებში გარდა ეკონომიკური სარგებლისა, ხოლო სანაცვლოდ ქვედა ფენა ვეღარ გრძნობს ხელისუფლებას, როგოც თავის ნაწილს, არამედ აღიქმება, როგორც დანამატი, ბეგარა, გადასახადი. ოლიგარქია თანდათან სოციალურ სახეს იღებს: მოქალაქეებს უდგენენ ცხოვრების წესებს ვიწრო სოციალური ჯგუფები, რომლებიც ოლიგარქთა ნებით საზოგადოების სამართავად იქმნება, თანდათან ავრცელებენ პრიორიტეტებს თუ რა არის კარგი და რა ცუდი. ქვეყანაში კი  ეკონომიკური კორუფციის ნიშნები ჩნდება. თანდათან ოლიგარქია ეკონომიკურად იმდენად გაირყვნება და საზოგდოებას იმდენად დაშორდება, რომ ადამიანები იგრძნობენ უკანონო უთანასწორობას და შეეცდებიან შეცვალონ იგი.

დღეს უპირობოდ დგას საკითხი სახელმწიფოებრიობის გადარჩენისა, სხვა გზა, უკუსვლის, სიღარიბის და  უამრავი მანკიერებებისგან თავის დასაღწევად არ არსებობს, თუ გვინდა რომ ჩვენი შვილები ცხოვრობდნენ თავისუფალ და ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოში და არა ოლიგარქიულ მარწუხებში, სადაც ცნება სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა, ეკონომიკური თავისუფლება, კანონის უზენაესობა და მიუკერძოებლობა, არჩევანის თავისუფლება,  სინდისი და პატრიოტიზმი არ არსებობს ან გაყიდულია.

ჰეგელის აზრით, ისტორია გარკვეულწილად წარმოადგენს ადამიანური გონის სვლას გადამწყვეტი, საბოლოო წერტილისკენ და მე მჯერა ადრე თუ გვიან  წერტილი დაესმება ადამინის გონით და ძალისხმევით ოლიგარქის  საშიშ, ქვეყნისთვის დამანგრეველ ქმედებებს, რასაც ეწირება სახელმწიფო, სამართალი, ეკონომიკა და რაც მთავარია ადამიანები,  ეროვნული დემოგრაფიული მდგომარეობა.

ალბერტ ჭანია, იურისტი  სამართალმცოდნე

ფაქტები.ჯი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ