ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წელი და 6 თვე მიუსაჯეს

0
93

ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. ზაზა გახელაძე ე.წ. სასამართლომ დამნაშავედ სცნო რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს «ძალადობის აქტს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის მიმართ» და ასევე, 322-ე მუხლით, რაც გულისხმობს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას. ეხო კავკაზას ცნობითვე, ბრალდების მხარე გახელაძისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

გადაწყვეტილებას გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. მათი განცხადებით, ე.წ. სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ