განცხადებებიმსოფლიოში

ოკუპირებულ რეგიონში წვრთნებთან დაკავშირებით ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს

მსგავსი სამხედრო წვრთნები სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ამ სახელმწიფოს თანხმობის გარეშე, არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს, რაც ასახულია გაეროს ქარტიაში, ჰელსინკის საბოლოო აქტსა და პარიზის ქარტიაში, — ნათქვამია ეუთო-ში ევროკავშირის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს „კავკასია 2020“ ეხება. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ევროკავშირი ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

რატომ შეიჭრა ბერმა ნიკოლოზმა თმა და წვერი? (ვიდეო)

საქართველოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

roma sajaia

ვირუსის აფეთქება ქვეყანაში-ექიმის განცხადება

roma sajaia

დატოვე კომენტარი