რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუს COVID-19-ის გავრცელებასთან საბრძოლველად შექმნილი საკოორდინაციო შტაბი აცხადებს, რომ მსოფლიოში და „მეზობელ ქვეყნებში“ დაავადებულთა რიცხვის ზრდა და ადგილობრივ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებული გაუაზრებელი დამოკიდებულება აიძულებს, რომ ზომების გამკაცრებაზე იფიქროს. დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას ხელმძღვანელობით მოქმედი შტაბი ამგვარ ზომებად ასახელებს კომენდანტის საათის გამოცხადებას და „სახელმწიფო საზღვარზე“ მიმოსვლის სრულად აკრძალვას, გარდა სურსათის და სამედიცინო ტვირთის ტრანსპორტირებისა. საუბარია რუსეთთან ე.წ. საზღვარზე. შტაბის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ უახლოეს დღეებში არ შემცირდება ტრანსპორტით და ქვეითად გადაადგილების ინტენსივობა.
Loading…