ოკუპირებული ტერიტორიებიდან დარეგისტრირებული სტუდენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დასწრებას, ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო ვერ ახერხებენ.
გამოცდებამდე რამდენიმე დღით ადრე საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი ჩაკეტა და მკაცრი შეზღუდვები დააწესა.
«ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტის დაკეტვის გამო მოგეხსენებათ,რომ აბიტურიენტების გარკვეულ რაოდენობას შეექმნა პრობლემა. შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, მათ მიეცეთ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა, მოვუწოდებთ აბიტურიენტებს, როგორც კი შესაძლებლობა ექნებათ შემდგომ ჩაერთნენ გამოცდებში. დავაკვირდებით პროცესს და საბოლოო ჯამში მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ და რა სქემით ვუზრუნველყოფთ მათთვის განათლების ხელმისაწვდომობას,»-განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ.