ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 21- ით გაიზარდა. დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, გუშინ ტესტირება 197 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი 21 პირს დაუდასტურდა.
ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 19 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ. სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
Loading…
