ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ გუდაუთაში „კოვიდ 19“-ით 95 წლის ქალი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა. დაავადებულს კორონავირუსის დიაგნოზი 11 აპრილს დაუდასტურდა, თუმცა ის თავდაპირველად ჰოსპიტალიზაციაზე უარს აცხადებდა. კლინიკაში კი მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, 20 აპრილს გადაიყვანეს.
Loading…
