კრიმინალიოკუპაცია/დევნილები

ოკუპირებულ აფხაზეთში „ვაცის ქორწილი“-ს გამო ბლოგერი სცემეს

სოხუმის შინაგან საქმეთა დე ფაქტო სამმართველო წინასწარ მოკვლევას ატარებს ბლოგერ ბესლან ხვარწკაიას ცემის ფაქტზე. წინასწარი დიაგნოზით, ბესლან ხვარწკაიას აღენიშნება ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, ტვინის შერყევა, ცხვირის მოტეხილობა, სისხლჩაქცევები მუცლის მიდამოებში, გაბზარული აქვს ნეკნები, სხეულზე ემჩნევა სილურჯეები და ზედა კიდურები აქვს გადატყავებული. ბესლან ხვარწკაიას ფიზიკურად გაუსწორდნენ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო. მან ოკუპირებულ აფახაზეთში გამართულ ერთ-ერთ ქორწილს „ვაცის ქორწილი“ (козлосвадьба) უწოდა. ქორწილის სუფრაზე ეწყო შემწვარი ცხოველები დაუნაწევრებლად.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

პროკურატურამ «კანონიერი ქურდობის» წევრობის ფაქტზე 2 პირს ბრალი წატუდგინა

გარდაბანში მომხდარ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 8 პირს ბრალი წარედგინა

ხობში 50 წლის მამაკაცი, რომელიც ნათესავმა დაჭრა გარდაიცვალა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი