ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრს, რამაზ ბეღელურს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამავე სოფლის მკვიდრი მიმდინარე წლის 2 თებერვალს უკანონოდ დააკავეს. საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურდა ცხელი ხაზი. ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და მოხდა საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება.
Loading…