ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთათვის 5-დღიანი კარანტინი უქმდება

0
202

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღებული გადაწყვეტილებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელი მოქალაქეებისთვის 5-დღიანი კარანტინის წესი უქმდება.

«19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით ტესტირებას დაექვემდებარებიან;

ასევე, ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან» — აღნიშნულია განცხადებაში.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ